10.
რატომ გადაწყდა განახლებულ ბანკნოტებზე კვლავ პორტრეტების გამოსახვა?

იმის გათვალისწინებით, რომ ლარის თავდაპირველ ბანკნოტებზე გამოყენებული თემატიკა დღესაც აქტუალურია, გააჩნია თავის ისტორია, საზოგადოება მიჩვეულია და დადებითად არის განწყობილი მათზე გამოსახული გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების მიმართ, მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო თემატურად ლარის ისტორიის დაკარგვა და მათი განახლებ მოხდა საქართველოს იმ ისტორიულ, კულტურულ, ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც თემატურად არის წარმოდგენილი თითოეულ ნომინალზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პორტრეტი წარმოადგენს ბანკნოტის გაყალბებისაგან დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და როგორც შესწავლამ აჩვენა, მსგავსი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.