13.
არის თუ არა ბანკნოტების განახლების მთავარი მიზეზი გაყალბების მზარდი ფაქტორი?

ლარის ბანკნოტების მოდიფიცირება განპირობებული იყო მოძველებული დამცავი ნიშნებისა და მორალურად მოძველებული დიზაინის განახლების აუცილებლობით.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ბანკნოტების გაყალბებისაგან დამცავი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ იხვეწება გაყალბების მეთოდებიც, აღნიშნულის პრევენციისათვის ეროვნული ბანკი ვალდებულია გაატაროს ადექვატური ღონისძიებები ბანკნოტების ხარისხობრივი გაუმჯობესების მიმართებით როგორც დაცულობის, ისე გამძლეობისა და ესთეტიურობის თვალსაზრისით და ამ კუთხით სასურველია მუშაობა დაიწყოს იმაზე ადრე, ვიდრე მიმოქცევაში თვალსაჩინო გახდება მათი გაყალბების პოტენციალი.