15.
რა ეტაპებს მოიცავს ახალი ბანკნოტების დამზადება?

ბანკნოტების დამზადება მოიცავს შემდეგ ეტაპებს

ბანკნოტების დიზაინისა და სხვა მახასიათებლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი დიზაინის ესკიზების შემუშავება;

ბანკნოტების დამამზადებელი საწარმოს შერჩევა, ამ საწარმოში სების მიერ შემუშავებული დიზაინისა და სხვა მახასიათებლების ინტეგრირებასრულყოფა;

ბანკნოტების დასამზადებლად საჭირო ორიგინალური მასალების მომზადება;

ბანკნოტებისათვის საჭირო ქაღალდის, საღებავებისა და საჭირო ნედლეულის მომზადება-შემოწმების უზრუნველყოფა;

ბანკნოტების სასიგნალო ნიმუშების მომზადებაშეთანხმება;

ბანკნოტების მასიური წარმოება;

მზა ბანკნოტების ხარისხის კონტროლი;

მზა ბანკნოტების შეფუთვა;

მზა ბანკნოტების დამკვეთისთვის მიწოდება;

ეროვნულ ბანკში მიღებული ბანკნოტების საკონტროლო შემოწმება;

ბანკნოტების დამხარისხებელი აგრეგატების ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების ორგანიზებ.

ბეჭდვის ტექნოლოგიური პროცესი შედგება რამდენიმე საფეხურისგან (ოფსეტი, ინტაგლიო, ტრაფარეტული ბეჭდვა, მაღალი ბეჭდვა, ლაქირება) და თითოეულ საფეხურს შორის საჭიროა დროის გარკვეული ინტერვალი რადგან ყოველი ბეჭდვითი ეტაპის ბოლოს საჭიროა საღებავის გაშრობა. შემდეგ ბანკნოტის შესაბამის ზომებად დაჭრა, ხარისხის კონტროლი, შეფუთვა და ტრანსპორტირება.