25.
რა შეიცვალა 20-ლარიანი ბანკნოტის წინა და უკანა მხარის დიზაინში და რატომ?

წინა მხარეს დაემატა  გაზეთ ივერიას გამომცემლობა, ფაეტონი, მეტი შინაარსობრივი დატვირთვისთვის, გამოყენებულ იქნა ილია ჭავჭავაძის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, რაც ნომინალის უფრო მარტივი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
უკანა მხარეს დაემატა საქართველოს სახელმწიფო გერბი (როგორც ფულის ნიშნებზე დასატანი სავალდებულო ატრიბუტი), გამოყენებულ იქნა ძველი თბილისის განსხვავებული პანორამა.