27.
რა შეიცვალა 100-ლარიანი ბანკნოტის წინა და უკანა მხარის დიზაინში და რატომ?

შინაარსობრივი დატვირთვის გასაძლიერებლად წინა მხარეს დაემატა ილუსტრაცია ვეფხისტაოსნიდან, პირველი ნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ერთერთი გვერდი, კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით „დანიელი ლომთა ხაროში“ მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII საუკუნე“ (რომელიც დატანილი იყო პირველი ემისიის ბანკნოტის უკანა მხარეს), გამოყენებულ იქნა შოთა რუსთაველის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, რაც ნომინალის უფრო მარტივი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
2 ლარის ნომინალის ბანკნოტის თემატიკის განმეორების თვალსაზრისით, უკანა მხარეს გამოსახულ იქნა ოპერის ფოტო, ლამპიონი და ნაწყვეტი საქართველოს ჰიმნის პარტიტურიდან. ასევე დაემატა საქართველოს სახელმწიფო გერბი (როგორც ფულის ნიშნებზე დასატანი სავალდებულო ატრიბუტი).