29.
როგორ უნდა ამოიცნონ სუსტი მხედველობის მქონე ან უსინათლო ადამიანებმა განახლებული ბანკნოტები?

განახლებული ბანკნოტები შეიცავს ასევე გაუმჯობესებულ დამცავ ნიშანს სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის, რომელიც ეხმარება მათ ყალბი ფულის ამოცნობაში და ამავე დროს ნომინალის აღქმის შესაძლებლობასაც იძლევა. თითოეულ ნომინალზე წინა მხარეს ზედა მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილია განსხვავებული რაოდენობის ჰორიზონტალური ხაზი, რაც შეიგრძნობა ხელით შეხებისას: ერთი რელიეფური ხაზი აღნიშნავს 5 ლარს ნომინალს, სამი რელიეფური ხაზი აღნიშნავს 20 ლარის ნომინალს, ოთხი რელიეფური ხაზი – 50 ლარის ნომინალს, ხუთი რელიეფური ხაზი – 100 ლარის ნომინალს.