45.
რა ემისიის წლების ლარის ბანკნოტებია გამოშვებული 2016 წლამდე და რა ცვლილებები განხორციელდა ამ მიმართებით?

2016 წლამდე გამოშვებული ლარის ბანკნოტები და განხორციელებული ცვლილებები:

 

ნომინალი

I ემისია

 I მოდიფიცირება1

II მოდიფიცირება2

რეპრინტი3

1 ლარი

1995

1999

2002

2007

2 ლარი

1995

1999

2002

-

5 ლარი

1995

1999

2002

2008, 2011, 2013

10 ლარი

1995

1999

2002

2007, 2008, 2012

20 ლარი

1995

1999

2002

2008, 2011, 2013

50 ლარი

1995

1999

2004

2008, 2011, 2013

100 ლარი

1995

1999

2004

2008, 2012, 2014

200 ლარი

2007

-

-

-

 

1 1999 წლის ემისიის ბანკნოტებზე, 1995 წლის ემისიის ბანკნოტებისაგან განსხვავებით, დატანილი იქნა წარწერასაქართველო“, ნაცვლად წარწერისასაქართველოს რესპუბლიკა“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. გარდა ამისა, ხარვეზების გამოსწორების მიზნით ცვლილება განიცადა ულტრაიისფერმა დამცავმა ნიშანმა.

 

2 2002 (1,2,5,10,20 ლარი) და 2004 (50, 100 ლარი) წლების გამოშვების ბანკნოტებს დაემატა გარკვეული დამცავი ნიშნები, დიზაინში გამოყენებულ იქნა ინტენსიური ფერები, დაიხვეწა შრიფტი, სრულყოფილ იქნა მათზე არსებული მხატვრული გამოსახულებები და ფონები, ძირითადი დიზაინის შეუცვლელად.

 

3 2004 წლის შემდეგ 2016 წლამდე გამოშვებულ ბანკნოტებზე შეიცვალა მხოლოდ გამოშვების წელი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და/ან ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები.